პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო სამ წელში ენერგეტიკის სექტორში 3 მილიარდ დოლარის მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ასევე თქვა, რომ დაფინანსების ახალი მექანიზმით საქართველოს ჯამში 1500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე შეემატება.
“ბუნდოვანი იყო ახალი პროექტების ბედი და ინვესტორებს მეტი სიცხადე სჭირდებოდათ. ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობას ე.წ CFD-ის ხელშეკრულება ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს. ეს არის სქემა, რასაც ინვესტორებს შევთავაზებთ. მხადაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მეგავატი ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობა მოხდება. ამაში არ შედის დიდი პროექტები: ნამახვანჰესი, ნენსკრა და ხუდონი. ანუ ჯამურად ამ 1500 მეგავატის სიმძლავრის ხელშეწყობით დაახლოებით 2.2 მილიარდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით”, – აცხადებს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდის ფონზე ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და ჰესების მშენებლობა გაზრდილ მოხმარებას უნდა დაეწიოს.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…